“ქართული ლეგიონის არცერთი მებრძოლი ან ქართველი მებრძოლი უკრაინაში არაა “მოტყუებული”. ისინი გმირები არიან” – ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინაში ქართველ მებრძოლთა შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
“რამდენად მცირე პატივისცემა გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხალხისადმი, რომ ივარაუდოს თითქოს მათ სიმართლე არ იციან? ასევე, რას იტყვი რუსეთზე?”, – წერს კინზინგერი twitter-ის პირად გვერდზე.