რა რეაგირება მოჰყვება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას. ოპოზიცია „ოკუპაციის შესახებ“ კანონის დარღვევაზე საგარეო უწყებას მყისიერი რეაგირებსკენ მოუწოდებს. მათი თქმით, მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში, გუშინ ჩავიდა. სოხუმის აეროპორტში მას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. ლიდერი, ლაშა აშუბა დახვდა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიასაც შეხვდა.