ცენტრმა „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 16 ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნის ნაწილი გაასაჯაროვა.10 ქართველი და ^ საერთაშორისო ექსპერტი ასკვნის, რომ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი აქვს, საიდანაც დაახლოებით 10 დიაგნოზი წამყვანია. ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ , ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება. ჯიშკარიანი ასევე ამბობს, რომ ექსპეტ კობის დაკვნის მიხედვით მიხეილ სააკაშვილს 4 ქირურგიული ოპერაცია სჭირდება. როგორც ირკვევა, არსებობს რისკი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კუჭის კიბო განუვითარდეს.