ევროკომისია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის ინიციატივით გამოდის. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულებების გამო. მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად მუშაობენ, რათა რუსეთის გასასამართლებლად სპეციალური სასამართლო შეიქმნას.
“რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მოიტანა სიკვდილი, განადგურება და ენით აღუწერელი ტანჯვა. ყველას გვახსოვს ბუჩა, არსებული გათვლებით 20 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი და 100 ათასი უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საშინელ დანაშაულზე. ამიტომ განვაგრძობთ სისხლისსამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას, და გამოვდივართ წინადადებით, შეიქმნას სპეციალიზილებული სასამართლო გაეროს მხარდაჭერით, რომელიც რუსეთის დანაშაულს გამოიძიებს. რუსეთმა ფინანსური ფასიც უნდა გადაიხადოს. უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 600 მილიარდი დოლარია,” – განცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.