დააკავეს პირი, რომელიც თბილისში, არარსებულ კორპუსებში ბინებს ყიდდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც იყო რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი, თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სხვადასხვა ვებ-გვერდზე ათავსებდა განცხადებებს თბილისის უბნებში ბინების თითქოსდა გაყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც, ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს აჩვენებდა იმ ტერიტორიებს, სადაც ვითომდა უნდა დაწყებულიყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.
დანაშაული 6 დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.