პარლამენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის უკვე ორი განსხვავებული ვარიანტი არსებობს | 21.11.2022

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა. პარლამენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის უკვე ორი განსხვავებული ვარიანტი არსებობს.  ოპოზიციური პარტიის დოკუმენტი, ფუნდამენტურად განსხვავებულია “ქართული ოცნების” კანონპროექტისგან. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული პროექტისაგან განსხვავებით, მათი კანონი ყველას თანაბარ პირობებში ჩააყენებს და პოლიტიკური დევნის იარაღად არ იქნება გამოყენებული. პროექტის ავტორის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათი კანონპროქტი ქართულ კონტექსტს ითვალისწინებს.  კანონპროექტის მიხედვით ოლიგარქი არის პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას, მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები იკავებენ სახელმწიფო თანამდებობებს, ასევე აქვს გავლენა მედიასაშუალებებზე.  “ქართული ოცნების” კანონპრორქტისგან განსხვევებით, ოლიგარქად პირს არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო განსაზღვრავს.