ევროპარლამენტარი, პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ანა ფოტიგა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას twitter-ზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიუღებელია.
“ვუერთდები შეშფოთებას ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია”, – წერს ანა ფოტიგა.