მთავრობა თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს | 31.10.2022

საქართელოს მთავრობა თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის  განმარტებით, პირველ ეტაპზე, 20 000 000 ლარია გამოყოფილი. პრემიერი ამბობს, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება, სექტორში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე მიიღო. მისი თქმით, რთველის და ყურძნის წარმოების მსგავსად დახმარება ამ სფეროსაც სჭირდება.

თხილის სუბსიდირებასთან დაკავშირებით მთავრობის პროგრამას  აკრიტიკებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიის წევრი, ანა წითლიძე აცხადებს, რომ  თუ მთავრობა ბაზარზე თხილის ფასის ზრდას არ უზრუნველყოფს, სუფსიდდირება შედეგს არ გამოიღებს.