ზვიად კუპრავა მისთვის ბრალის წაყენების უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავს | 28.10.2022

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ  პროკურატურის შუამდგომლობა ზვიად კუპრავასთვის გირაოს შეფარდებასთან დაკაშირებით  არ დააკმაყოფილა. საგამოძიებო უწყებამ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე ზვიად კუპრავას და კიდევ ერთი პირის მიმართ სამართლებრივი დევნა 2 წლის შემდეგ დაიწყო. თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი  დეპუტატი მისთვის ბრალის წაყენების უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავს. კუპრავას თქმით, დაზარალებული, რომელზე ძალადობასაც  შოთაძის უწყება ედავება, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია. ზვიად კუპრავას თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, გარდა იმ მოწმეთა ჩვენებისა, რომლებიც “ქართული ოცნების” აქტივისტები, საარჩევნო უბნის ხელმძღვანელები და კოორდინატორები არიან.  პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. საქმეზე მომდევნო სხდომა 20 დეკემბერს არის ჩანიშნული.