მართლმსაჯულებაში კვლავ კლანური მმართველობა გამყარდა – ოპოზიცია მურუსიძე-გვრიტიშვილის დანიშვნაზე | 24.10.2022

„გუშინ სასაამრთლო სისტემამ და  ამ ხელისუფლებამ,  ამ გააწყვტილებით, ღიად, უარი ტქვა ევროკაშვირის მიერ გაცხადებული რეკოემნდაციების შესრულებაზე და სისტემის რეფორმირებაზე„ – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დაბრუნებას.  ნიკა მელია  ამბობს, რომ სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუტი, რომელიც  მხოლოდ რუს ოლიგარქს მოსწონს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევამ მართლმსაჯულების სისტემაში კლანური მმართველობა გაამყარა. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება  მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შესაძლებლობას.

ოპოზიციის კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” ირწმუნებიან, რომ სასამართლო კლანი არ არსებობს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავევით, დღეს  სასამართლო ინსტიტუტის   მიმართ, საზოგადოების   ნდობა  მაღალია.

“ამის შეფასებას ევროპული კომისია გააკეთებს” – ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩი, კელი დეგნანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვირტიშვილის არჩევას. ელჩის განცხადებით, ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, ნამდვილად მიუკერძოებელი სასამართლო.

მოსამართლეთა კონფერენციაზე ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად გუშინ  აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დააყენეს, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი კანდიდატურა თავად დაასახელა. მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახლება განმარტას და თქვა, რომ გადაწყვიტა ყველას, ვისაც მის მიმართ პრეტენზია აქვს, პასუხი თავად გასცეს.  ადგილები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ პირადი განცხადების საფუძველზე საბჭო დატოვეს.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.