ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრად არჩევიდან 45 დღის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.
ტრასს გადადგომისკენ კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა მას შემდეგ მოუწოდეს, რაც მთავრობა მისი ეკონომიკური პოლიტიკისგან გამოწვეული უკმაყოფილების შემდეგ არეულობამ მოიცვა.
“მე მოვედი თანამდებობაზე დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის დროს. ოჯახები და ბიზნესი წუხდა იმაზე, თუ როგორ გადაეხადათ გადასახადები. პუტინის უკანონო ომი უკრაინაში საფრთხეს უქმნის მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეფერხებულია დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო. მე ამირჩია კონსერვატიულმა პარტიამ მანდატით, რომ ეს შევცვალო. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ხედვა დაბალი გადასახადებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შესახებ. თუმცა, ვაღიარებ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ვახორციელებ იმ მანდატს, რომლითაც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია. ამიტომ, ვესაუბრე მის უდიდებულესობას მეფეს, რათა მეცნობებინა, რომ ვტოვებ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას. დილით შევხვდი 1922 წლის კომიტეტის თავმჯდომარეს, სერ გრეჰემ ბრედს და შევთანხმდით, რომ ლიდერის არჩევნები მომდევნო კვირაში დასრულდება. ეს უზრუნველყოფს, რომ დავრჩეთ ჩვენი ფისკალური გეგმების განხორციელების გზაზე და შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და ეროვნული უსაფრთხოება,” – განაცხადა ლიზ ტრასმა.