ხმაური და დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში- სტუდენტების პროტესტის მიუხედავად რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩა. მის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს 28 წევრმა დაუჭირა მხარი, 2 ბიულეტენი კი გაბათილდა. ის დღევანდელ არჩევნებზე ერთადერთი და უკონკურენტო კანდიდატი იყო. სწორედ ამიტომ, სტუდენტებმა აკადემიური საბჭო პოლიტიკურ მიკერძოებულებაში დაადანაშაულეს და პროცესს ფორმალური უწოდეს. ჯაბა სამუშიას დანიშვნას სტუდენტების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა.
თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღევანდელ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, ვინაიდან, მათი თქმით, ჯაბა სამუშია რექტორობის კანდიდატად წინასწარ იყო შერჩეული და ის მილოცვებსაც იღებდა. სტუდენტები ამბობენ, რომ უკონკურენტოდ და უსამართლოდ არჩეულ რექტორის მოვლეობის შემსრულებელს არ მიიღებენ. ისინი მოითხოვენ, რომ აკადემიური საბჭო საერთოდ დაიშალოს, რექტორის არჩევის წესი კი შეიცვალოს.
აკადემიური საბჭო, რომელიც 38 წერვისგან შედეგბა, ფარული კენჭისყრით, არაუმეტეს 6 თვის ვადით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს. სტუდენტები ბოლო 6 თვეა, ლექტორის არჩევის წესის ცვილელებას ითხოვენ, ამბობენ, რომ რექტორის არჩევის პროცესში ჩართული უნდა იყოს სრული პროფესურა და სტუდენტები. თუმცა, მათი თქმით, არც თსუ-ს ყოფილ რექტორს, გიორგი შარვაშიძეს და არც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. სტუდენტები 24 ოქტომბერს საპროტესტო აქციას აანონსებენ.