ირაკლი ღარიბაშვილი მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ამბიონიდან გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა. ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის მშობლებს მიუსამძიმრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაც. ილიამ მეორემ მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა. სვეტიცხოველში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც. მომხდარი ტრაგედიის გამო მცხეთობის სახალხო-სადღესასწაულო ღონისძიებები გაუქმდა.