ბასილაშვილი-დოროყაშვლის სასამართლო დავა გრძელდება – თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეების კითხვებს დღეს ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ძმამ, უპასუხა. თენგიზ ბასილაშვილმა ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა. მან დაზარალებულად ცნობილი ნეკა დოროყაშვილი პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა და ამის დასტურად კონკრეტული ეპიზოდები გაიხსენა. მტკიცებულებების სახით დღევანდელ პროცესზე მან მისი და დოროყაშვილის პირადი მიმოწერები წარმოადგინა.
დღევანდელ პროცესზე ყოფილი ცოლის ძალადობაში ბრალდებულის ძმამ დეტალურად გაიხსენა წლები, როდესაც ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი მიმდინარეობდა. თენგო ბასილაშვილის მტკიცებით, დაშორების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დოროყაშვილმა ფინსნური დავა დაიწყო. ჩოგბურთელის ძმის მტკიცებით, ის საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას და მატერიალურ ქონებას ითხოვდა, რაც პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სრულად გადასცა. მისივე მტკიცებით, დოროყაშვილი ბასილაშვილს კარიერის დანგრევით ემუქრებოდა.
დღევანდელ სასამართლო პროცსზე ჩვენება მისცა თენგიზ ბასილაშვილის ცოლმაც. ჩოგბურთელის რძლის მტკიცებით, ქვეყნის პირველ ჩოგანს ნეკა დოროყაშვილზე არასდროს უძალადია.
დღევანდელ პროცესს დაესწრო თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა დაზარალებულად ცნობილი ნელი დოროყაშვილიც.
შეგახსენებთ, ცნბილი ჩოგბურთელი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. ის 100 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.სპორტსმენი ყოფილი ცოლის ბრალდებებს უარყოფს.