“არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთში კლაუს ვერნერ იოჰანსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ეროვნული ინტერესის საკითხია და დროა ეს ყველამ შეიგნოს.