პრაღაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. მსოფლიო ლიდერები უკრაინის დახმარებისა და ევროპაში ენერგეტიული კრიზისის დაძლევის გზების საკითხებზე მსჯელობენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, მათ ასევე უნდა დაიცვან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც შეუერთდნენ სანქციებს და რომლებსაც ჰყავთ „ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი“.
ვროკავშირის ლიდერები განიხილავენ, თუ როგორ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური კუთხით.
პრაღის ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეხვდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსაც. შემდგომი სამიტი თვის ბოლოს გაიმართება.