უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში დროებით გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც ის უნდა დაიკითხოს როგორც დაზარალებული.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მათი გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს. შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, უკრაინის სასამართლო განიხილავს და აღძრული აქვს საქმე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად. გადასცემს თუ არა ქართული მხარე უკრაინას სააკაშვილს უცნობია.
მესამე პრეზიდენტი ისევ “ვივამედის” კლინიკაში რჩება. მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ამბობენ, რომ სააკაშვილს აქვს 38-მდე სიცხე, მაღალი წნევა, საკვებს და წამლებს ვერ იღებს. ისინი ამერიკელი სპეციალისტის სააკაშვილთა შეშვებას ითხოვენ, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კვალიფიციური დასკვნა გაიცეს.