მიხეილ სააკაშვილი წამლებისა და საკვების მიღებაზე უარს ამბობს – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე საუბრობს. ადვოკატის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა მისმა ამერიკელმა ადოკატმაც. მასიმო დანჯელო ამბობს, რომ პატიმარი შიმშილობას კიდევ ერთხელ დაიწყებს – ეს მძიმე შედეგს გამოიღებს.
ჯანმრთელობის დამძიმების საფრთხეზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ექსპრეზიდენტი საჭირო მედიკამენტებს დროულად არ მიიღებს შესაძლოა რომ მას ინსულტი განუვითარდეს.