“ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია” -ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მოძრაობა „ხალხის ძალის“ გაფართოებასთან და ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ისინი ითანამშრომლებენ მათთან. დეგნანი დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ელჩის თქმით, ბევრი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორია ვრცელდება, თუმცა სიმართლე არის ის, რომ შეერთებული შტატები 30 წელია საქართველოს განვითარებაში ეხმარება.
“ქართველი საზოგადოება კარგად ხედავს რაც ხდება აქ.ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ხელისუფლებიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის მათთან კავშირის შესახებ, რომლებიც საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას ძირს უთხრიან და მეორე მხრივ კი განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და სხვა პირებისგან აშშ-სა და საქართველოსა და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ. 30 წელია აშშ ეხმარება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში ისე რომ, ქართველ ხალხს ჰქონდეს რწმენა, რომ ეს ქვეყანა უფრო ძლიერი, ჯანსაღი დემოკრატიისკენ მიემართება,” – განაცხადა კელი დეგნანმა.