უკრაინას ნატო-ში მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა. ზელენსკის თქმით, რომ დღეს უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებულად შესვლის შესახებ.
“დე ფაქტო ჩვენ უკვე ავიღეთ გეზი ნატოსკენ. დე ფაქტო, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ თავსებადობა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის სტანდარტებთან. ისინი რეალურია უკრაინისთვის – რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ჩრდილოატლანტიკური კავშირი. დე ფაქტო. დღეს უკრაინა აცხადებს, რომ ის დე იურე გახდეს. ისე, რომ ჩვენი ვალდებულება დავიცვათ მთელი ჩვენი საზოგადოება. დაჩქარებული წესით. ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატო-ში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განცხადებაზე ხელმოწერით,” – ვოლოდიმირ ზელენსკი.