ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება ლუკაშენკოს აფხაზეტში ვიზიტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ბელარუსის მხარეს მოუწოდებს პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისიც დაიბარეს და განმარტებები მოსთხოვეს.