არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი – მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა აბაშიძე და „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი დაასახელეს. ენჯეოებმა, ამის შესახებ, ფონდ ღია საზოგადოებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ. სამ კანდიდატს 52 არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს რეკომენდაციას და ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა აქვთ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, დასახელებული კანდიდატები მიუკერძოებლობით, დამოუკიდებლობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.
ამ დროისათვის სახალხო დამცველობის სურვილი 7 ადამიანმა გამოხატა, მათ შორის ერთ-ერთი არის ოპოზიცინოერი დეპუტატი, პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია. მან საკუთარი კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე წარადგინა და პარლამენტს მხარდაჭერა სთხოვა. ხვიჩიას თქმით, სახალხო დამცველის უფლებამოსილებების გათვალისწინებით, “გირჩი” “ვერავის ენდობა, ასეთი კანდიდატურა ქვეყანას არ ჰყავს და ამიტომ, გადაწყვიტა საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა. ხვიჩიას განცხადებით, არჩევის შემთხვევაში ყურადღებას სასამართლო სისტემასა და საპატიმრო დაწესებულებებზე გაამახვილებს.
სახალხო დამცველის პოსტზე განაცხადების მიღება 29 სექტემბრს დასრულდება. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ომბუდსმენის არჩევას პარლამენტში 90 ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრვალესობისა და საპარლამენტო ოპოზციის ნაწილი ერთ კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს.