სახალხო დამცველის ვაკანტურ პოსტზე პირველი კანდიდატის ვინაობა ცნობილია – სურვილი “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ გამოთქვა. განცხადება მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. ეს გადაწყვეტილება კი მისი თქმით, იმიტომ მიიღო, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მისი პარტიისთვის მისაღები კანდიდატი ვერ ნახა. იაგო ხვიჩიას თქმით სახალხო დამცველის მთავარი საზრუნავი სასამართლოს დამოუკიდებლობა და პატიმრების უფლებები უნდა იყოს.