მედიის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა თუ კანონის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება? | 19.09.2022

არასამთავრობო სექტორი, მედიამენეჯრები და ოპოზიციორი პარტიები მაუწყებლის შესახებ კანონში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს აკრიტიკებენ.  მაუწყებლის შესახებ კანონში მისაღებ ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მედია მენეჯრები და არასამთავრობო სექტორის  წევრები მიიჩნევენ, რომ  “ოცნების” მიერ დაწერილი კანონპროექტი მედიის მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ამბობენ, რომ ცვლილებების ნაწილი  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს შეიცავს.

მაუწყებლის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით,  ტელევიზიის დასანქცირების შემთხვევაში, ჩნდება აღსრულების უფლება. წინა ჩანაწერისგან განსხვავებით, თუ მედიას შეეძლო სასამართლოში გაესაჩივრებინა სანქცია და ამ პერიოდის განმავლობაში, ჯარიმა არ გადაეხადა, ახალი რეგულაციის შემდეგ, მედიას ვალდებულება უჩნდება დაკისრებული ჯარიმა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გადაიხადოს. ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები ასევე ასახელებენ აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას. კანონპსოექტი ითვალისიწნებს სიძულვილის ენის აკრძალვასაც. ასევე, კანონს ემატება ჩანაწერი “პასუხის უფლების” შესახებ – რომელიც,  ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს.