მორიგი შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე – ასე აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში “ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებულ ცვლილებებს, რომლებიც მაუწყებლობის შესახებ კანონში უნდა შევიდეს. ოპოზიციაში ამბობენ რომ ამ ცვლილებებით მედიას დამოუკიდებლობა ეზღუდება და ის წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ სტანდარტებთან. ცვლილებებს ეწინააღდეგებიან მეიდამენეჯრებიც. კრიტიკის მიუხედავად “ქართული ოცნება” ამტკიცებს რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები მედიის შესაზღუდად არ არის და ის სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან. ახალი მუხლით განისაზღვრება იმ პირთა უფლება, რომელთა ინტერესები, რეპუტაცია და სახელი სატელევიზიო გადაცემაში არასწორი ფაქტების გადაცემით დაზიანდა. ამავდროულად, კანონპროექტის მიხედვით, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედია მომსახურება და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურება ავტორიზაციას დაექვემდებარება.