“თეთრ სახლს არ შეუძლია დანამდვილებით თქვას, რომ უკრაინის ბოლო წინსვლა წარმოადგენს მთავარ გარდამტეხ მომენტს ომში, მაგრამ ინფორმაცია ამ წინსვლის შესახებ შთამბეჭდავია,” – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. CNN-თან ინტევიუში კირბი ამბობს, რომ უკრაინის მიერ ბოლო დროს განხორციელებულმა ოპერაციებმა რუსებს უკან დახევა აიძულა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს სულ უფრო უჭირს, რომ რუს ხალხს უკრაინაში თავისი წარუმატებლობის სიდიდე და მასშტაბები დაუმალოს.