ოპოზიციის ერთობლივი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩივილის მიზეზი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში გასულ წელს შესული ცვლილებები ხდება. ცვლილებებით, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო, მოსამართლეებს გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდათ, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს კი შეუზღუდავი შესაძლებლობა მიეცათ მოსამართლე სხვა სასამართლოში მისი თანხმობის გარეშე მიავლინონ,ასევე მოსამართლის მიმართ დევნა ბუნდოვანი საფუძვლებით დაიწყონ. ახალი კანონი იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს აძლევს თვითნებობის, კანონის შერჩევითად, არანამდვილი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობასაც. ეს ცვლილებები ოპოზიციის შეფასებით, არღევევს მოსამართლეთა კონსტიტიცურ ყფლებებს და ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს. თვლიან რომ ცვლილებების მიზანი- იმ მოსამართლეების დასჯაა, რომელბიც ე.წ სასამრთლო კლანს არ ემორჩილებიან.
სარჩელი ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და სამართლის ექსპერტების ჩართულობით მომზადდა და დღეიდან ხელმოწერების შეგროვება იწყება. საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება მინიმუმ 30 დეპუტატს აქვს. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის გარდა, საერთაშორისო პარტნიორებიც აკრიტიკებენ. კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია ჰქონდა ვენეციის კომისიას.