“კიდევ უფრო დაბლა ეშვება და კიდევ უფრო მეტად ტყუის” – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი კობახიძის მიერ მასზე გაკეთებულ განცხადებას. ევროდეპუტატი twitter-ზე კობახიძეს საბრალოს უწოდებს და ამბობს რომ ქართველი ხალხი კობახიძეზე მეტს იმსახურებს. 5 სექტემბერს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ციხეში ნიკა გვარამიას მონახულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა გაგზავნა, რაზეც სამინისტროსგან ოფიციალურად უარი მიიღო. დღეს ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ ვერ მიიღო ევროპარლამენტარმა მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ციხეში მონახულების ნებართვა. ქართული ცონების თავმჯდომარემ თქვა, რომ ევროპარალმენტარი არათუ გვარამიასთან, არამედ არსად არის შესაშვები.