ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებას, რომლითაც ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წევრებს შესაძლოა სანქცირები დაუწესდეთ, “ქართული ოცნების” თავჯდომარე იუმორით პასუხობს. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მეგობარი ქვეყნის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს სასანქციო სიაში, შესაძლოა მისი სახელი და გვარიც მოხვდეს. მმართველი პარტიის თავჯდომარის განსაკუთრებულ კრიტიკას, დავით არახამიას განცხადებები იმსახურებს. ირაკლი კობახიძე დღესაც იმეორებს, რომ უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. არხამია ბიძინა ივანიშვილს სანქციებით დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაშიც ემუქრება. უკრაინელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ თუ ქართველებს არ ყოფნით ძალისხმევა დამოუკიდებლად მოახდინონ დეოლიგარქიზაცია, ამაში უკრაინელები დაეხმარებიან.