დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს | 05.09.2022

დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე დღეს ბორის ჯონსონის შემცვლელად ლიზ ტრასი აირჩიეს. მას პარტიის 172 500-მდე წევრიდან 81 326-მა დაუჭირა მხარი, ტრასის კონკურენტმა, რიშ სუნაკმა კი 60 399 ხმა მიიღო. ახალი პრემიერი ხვალ შოტლანდიაში გაემგზავრება, სადაც ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან აუდიენციას გამართავს.  დედოფალი ლიზ ტრასს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნავს და  ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაავალებს.