35-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე რჩება – პედაგოგების პროტესტი წალენჯიხაში | 31.08.2022

სამეგრელოში  ბაღის პედაგოგების  პროტესტი გრძელდება – მასწავლებლები, რომელთა გაღიზიენებაც წალნჯიხის მერის, გიორგი ხარშილავას  მიერ დაგეგმილ რეორგანიზაციებს მოყვა, დღეს მერიაში  მივიდნენ და მასთან  შეხვედრა მოითხივეს.  ამბობენ, რომ გიორგი ხარშილვას გადაწყვეტილება პოლიტიკურია და შედეგად, 35-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე რჩება. პედაგოგები მოუწოდებენ წალენჯიხის მერს  სასწრაფოდ შეაჩეროს მასწავლებლების გათავისუფლების პროცესი. ბრალდებას რომ პედაგოგების ბაღებიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, უარყოფს თავად წალენჯიხის მერი.  გიორგი ხარჩილავას განცხადეით, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით,  რეორგანიზაცია აუცილებელია.