ფქვილზე ფასი იკლებს, თუმცა პურის ფასის კლების ტენდენცია არ შეინიშნება. დარგის სპეციალისტების ინფორმაციით, პურის დღეს არსებული ფასი არა წარმოების მიერ ნაკარნახევი არამედ კონკრეტული მაღაზიების მიერ მომდინარეობს. მათივე ცნობით, პურის მწარმოებლების სურვილია, ფასი დაახლოებით, 10 თეთრით შემცირდეს. საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის და ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავჯდომარეების ინფორმაციით, მსოფლიო ბირჟაზე ხორბლის ფასი და საქართველოსთვის დაწესებული მცურავი ბაჟის თანხა შემცირდა და ქვეყანაში ხორბლის შემოტანის და წისქვილკომბინატების ამუშავება შესაძლებელი გახდა, რაც მათი თქმით, პურის ფასის კლების საშუალებას იძლევა. დარგის სპეციალისტების შეფასებით, პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს.