თითქმის 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტს, ბესიკ თამლიანს აღკვეთი ღონისძიება შეეცვალა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას გირაო დააკისრა. აღკვეთი ღონისძიების გადახედვის აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პატიმრობისთვის კანონით დადგენილი ვადა ამოიწურა. ბესიკ თამლიანს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 3 აქტივისტს მოსამართლემ 5 ათასლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა თავად ბესიკ თამლიანი. აქტივისტები კი სხდომიდან გათავისუფლდნენ.
თამლიანი გასული წლის 29 ნოემბერს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს.