ბათუმში, ერას მოედანზე, ანტიკორუფციული და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აქცია-პერმორმანსი გამართეს. ადგილზე მისულებმა ბანერი გამოფინეს, წარწერით – „კლავს“, ბანერზე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ის ხუთი პირია გამოსახული, რომლებიც აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ კამპანიას ეწევიან. აქტივიტები გამოეხმაურნენ “ალტინფოს” ე.წ. პერფორმანსებს, როდესაც პუტინისტებმა ვოლოდიმირ ზელენსკის პლაკატები ნაგვის ურნაზე გააკრეს.