ამერიკის საელჩოს მიერ ISFED-ის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ლიდერების, მათ შორის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ კრიტიკას კელი დეგნანი პასუხობს. მმართველი პარტიის ბრალდებებს, რომ სამართლიანი არჩევნები რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა და ხმების დათვლის პროცესში ცდომლება მიზანმიმართულად შეიატანა, ამერიკის ელჩი ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას უწოდებს. კელი დეგნანი განმარტავს, რომ ეს იყო სტატისტიკური, უმნიშვნელო შეცდომა , რომელის შესახებაც ორგანიზაციამ საზოგადოებას დადასტურებისთანავე აცმობა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის საელჩოს ISFED-ის მიმართ სრული ნდობა აქვს.