ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” მორიგ ბრალდებებს უყენებს. როგორც დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ფრიგინზე, პარტიის ლიდერებმა თქვეს, მმართველია პარტია კომპანია RMG Gold-ის სიმძლავრეებს იყენებს, რათა რუსი პარტნიორები მტკივნეულ ფინანსურ პრობლემებს აარიდონ. საუბარია სქემაზე, რომლითაც სანქცირებული რუსული ოქრო საქართველოში მოპოვებულ ოქროდ გასაღდება და საქართველოს გავლით, მისი უკანონო რეექსპორტი მოხდება. ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი კონკრეტულ ტენდერზე საუბრობენ, რომელიც მათი თქმით, კომპანია RMG Gold-ზეა მორგებული და ამ საქმეში ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესები იკვეთება. მათივე თქმით, აქვთ დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სალიცენზიო ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ არის უამრავლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ეკლესიები, რომელსაც “RMG Gold-ს, სავარაუდოდ, გაანადგურებს. ოპოზიციის ბრალდებებზე კომპანია RMG Gold-ს კომენტარი არ გაუკეთებია.