“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების მორიგი თავდასხმა საერთაშორისო პარტნიორებზე – ახალ წერილში მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერები საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, შეერთებულ შტატებს, ხელისუფლების მიმართ შეტევაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ამერიკის საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ამის დასადასტურებლად, ისინი საელჩოს მიერ პარლამეტში გაგზავნილ იმ დოკუმენტზე საუბრობენ, რომელშიც სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზეა საუბარი. ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი, მაჭარაშვლი თვლიან, რომ ამერიკის საელჩოს მიზანს მართლმსაჯულების სისტემის კონტროლი წარმოადგენს. წერენ, რომ კლანური პრინციპების შესაბამისად, საელჩოს სასამრთლო სისტემაში ფავორიტი მოსამართლეები ჰყავს.