სამშენებლო თაღლითური სქემა და 300-მდე დაზარალებული – ნინი წულაძე მერიას მედიაციის პროცესს სთავაზობს | 16.08.2022

სამშენებლო თაღლითური სქემა და  300-მდე დაზარალებული – საუბარია კომპანია „ათორის“  საქმიანობაზე, რომელმაც  საცხოვრებელი ფართის ყიდვის მსურველებს, ბინები იპოთეკით დაატვირტინა, შემდეგ კი უკვე გაყიდული საცხოვრებელი ფართები, სხვა პირებზე გაასხვისა.  თაღლითობის ამ ფაქტზე, დღეს  საკრებულოში, პარტია “ანა დოლიძე – ხალხისთვის” თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო წულაძემ, დაზარალებულებთან ერთად ისაუბრა. წულაძის  თქმით,  3 წელია  მერიასა და კომპანიის მიერ დაზარალებულებს შორის  მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ, ის  მერიას მედიაციის პროცესს სთავაზობს,   რათა  ყველა დაზარალებული სწრაფად და კეთილსინდისიერად დაკმაყოფილდეს.