“ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე” – ასე აფასებენ ოპოზიციაში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ კრიტიკულ ანგარიშს. ამბობენ, რომ საქართველო-ევროკავშირის მრავალწლიანი ურთიერთიბების განმავლობაში მსგავსი კრიტიკული დოკუმენტი არ ახსოვთ. “ქართული ოცნების” ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციისთვის საჭირო 12 პუნქტიან გეგმას არ შეასრულებს და საქართველო ბიძინა ივანშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში, ევროკავშირიში ვერასოდეს გაწევრიანდება. ოპოზიციაში მმართველ პარტიას “რუსულ ოცნებად” კიდევ ერთხელ მოიხსენიებნ და ამბობენ, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის საყოველთაო დაუმორჩილებლობა და მასშტაბური აქციები განიხილება.