შიდა ქართლის გუბერნატორად თბილისის ყოფილი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი დაiნიშნა. მიხეილ შაყულაშვილის სახელი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. ის იმ დროს თბილისის პროკურორად მუშაობდა და სწორედ ვერაზე, დავით სარალიძის მკვლელობის საქმე გახდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზიც. მიხეილ შაყულაშვილის შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშვნის გადაწყვეტილება პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს მიიღო.