“საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ – მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. პოდოლიაკის ამ განცხადებას ისევ თავდასხმით პასუხობს მმართველ გუნდი. “ქართული ოცნების” დეპუტატები პოდოლიაკს ტონის შეცვლისკენ თავად მოუწოდებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ რომ თუ პოდოლიაკი გააგრძლებს “ქართული ოცნების” მისამართით დამაზიანებელ ნარატივს პასუხი კიიდევ უფრო მკაცრი იქნება.