“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები, სახელმწიფოსთვის დესტრუქციის მოწყობას ემსახურება” – ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი “მთავარი არხის” ეთერში გასულ რეპოტაჟს, სადაც ნათლად ჩანს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს მონაცემები მტრის ხელშია. ჯუანშერ ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ ყოფილი სამხედროების პირადი საქმეები დახურულია და ისინი თავდაცვის სამინისტროში არ ინახება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სამხედროების შესახებ ინფრმაცია “მთავარი არხის” ეთერში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. რეპორტაჟიში გამოყენებული ვიდეოკადრებიდან ნათლად ჩანს, რომ რომ 34 წლის ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელშია. აქვთ თუ არა ოკუპანტებს წვდომა სხვა სამხედროებზეც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავად ქამხაძე ვარაუდობს, რომ ქართველების პირადი საქმეები, რომელიც წესით თავდაცვის სამინისტრში უნდა ინახებოდეს რეალურად მტრის ხელშია.