“ქართულმა ოცნებამ“ მარეგულირებელ კომისიაში სარჩელი შეიტანა “ტვ პირველის”, “მთავარი არხის ” და “ფორმულას” წინააღმდეგ, რასაც ტელევიზიაში მედიაზე წნეხის შექმნის მცდელობად აფასებენ. პარტიაში მიაჩნია, რომ 24 ივნისის აქციის, “შინ ევროპისკენ” გამართვამდე, ამ არხების ეთერში 23 და 24 ივნისს განთავსებული ვიდეორგოლი პოლიტიკური შინაარსის იყო, რადგან ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებს უარყოფითად წარმოაჩენდა.
ვიდეორგოლი, რომელიც მმართველი პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, 1 წთ და 41 წამი გრძელდებოდა. ამ კლიპში “ქართული ოცნების” ლიდერების ის განცხადებებია თავმოყრილი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ანტიევროპულ და ანტიუკრაინულ კამპანიას აქტიურად ეწევა. სახელისუფლებო პარტია ტელეარხებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. ბექაურის უწყებამ სარჩელი 2 დღეში უნდა განიხილოს.