“საქართველომ უნდა აირჩიოს მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას?!” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა “ამერიკის ხმასთან”, ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიში განაცხადა. ომში მყოფი პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს რომ საქართველომ უნდა აირჩიოს მხარს უჭერს თავისუფლებას თუ ავტოკრატიას. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ასევე გამოეხმაურა განცხადებებს, რომ უკრაინულ მხარეს არ წარუდგენია არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი, თითქოს საქართველოს მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობს. პოდოლიაკმა კვლავ გაიმეორა, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ პირს, რომელიც რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობს.
“საქართველოს მთავრობა ცდილობს, დაამციროს უკრაინის წინააღმდეგობის მთავრობის წევრები, ეს ცუდად გამოიყურება, მოკლევადიანად. რაც შეეხება პირად გამოძიებებს, ეს კომპრომატების გზაა და ამ გზას მხოლოდ რუსეთი იყენებს. სამხილი შეიძლება, მხოლოდ იყოს იურიდიული. ის მიწოდებული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, თუ მსგავსი სამხილების წარდგენა საჭირო იქნება, მას სრული სახით წარადგენენ. დამიჯერეთ, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისევე ჩვენ ყველას ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ესა თუ ის კერძო ბიზნესები თუ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედებენ. ჩვენ ყველაფერს ამას ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება, იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ. ხვდებით, რომ არც ერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას, ამაზე ფული გააკეთოს. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება ომში ჩართვას, საქართველო რა, არაა უკვე ომში? ვფიქრობთ საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ, სანქციები დაწესდეს. ისევე როგორც სხვების წინააღმდეგ, რომლებსაც ასეთი თუ ისეთი ბიზნეს ურთიერთობები აქვთ, რუსეთის ჩრდილოვან კომპანიებთან. არა მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ყველა კერძო პირის წინააღმდეგ, რომლებიც ფლობენ აქციების პაკეტებს, მსგავს კომპანიებში. ეს ობიექტურად ასეა. პირები, რომლებიც რუსულ კომპანიებთან მუშაობენ უნდა გაირიცხონ ცივილიზებული თანამეგობრობიდან, ჩამოერთვათ პრივილეგიები , და ვერ შეძლონ მაგალითად თავისუფლად გადაადგილება, ცივილიზებულ სამყაროში. ესაა ჩვენი პოზიცია. ჩვენ ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ და ვამბობთ ივანიშვილთან დაკავშირებითაც,” – მიხაილო პოდოლიაკის ინტერვიუ „ამერიკის ხმასთან’’.