კიტრის მწნილი, „ასპირინი” და პუტინის კარიკატურა პარლამენტის შენობასთან. პარტიის “ხალხისთვის” წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათი თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მათი კანონპროექტი, რომელიც 19 აპრილს წარადგინეს „დაამწნილა”. პარტიის საკრებულოს წევრის ნინო წულაძის ინფორმაციით, საქართველოში 10 იანვრიდან 18 ივლისამდე რუსეთის მოქალაქეების მიერ 3040 უძრავი ქონება არის დამტკიცებული, აღნიშნული კანონპროექტით კი მოითხოვენ, რომ მათთვის უძრავი ქონების გასხვისება გარკვეული პერიოდით შეწყდეს.