“კარგია თუ მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში ჩარევას” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ის ქართულ პოლიტიკაში აღარ ჩაერევა. შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობას მის სასჯელთან კავშირი არ აქვს.