ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს პარლამენტში – დიპლომატები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. დელეგაციაში ევროკავშირის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარე ქვეყნების – ჩეხეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებიც არიან. შეხვედრის მთავარი თემა იყო როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის თქმით, მხარს უჭერენ რეფორმების პროცესს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების გზაზე. საერთაშორისო პარტნიორები პოლიტიკურ სპექტრს მეტი ინკლუზიურობისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მთავარი პუნქტი დეპოლარიზაციაა, რის გარეშეც სხვა საკითხების შესრულება ვერ მოხერხდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში მუშაობა მნიშვნელოვანია.