ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის “წაშლილ პოსტს” ეხმაურება და წერს, რომ რუსეთთან მეგობრობა არ იძლევა სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტიას. მისი განცხადებით, საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესოს, კიდევ უფრო დიდი ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს. არხამია წერს, რომ საქართველოს “პრორუსულ ხელისუფლებას” ეს ჯერ კიდევ არ ესმის.
“საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება. მოსკოვში კი ამას აღარ მალავენ. ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ევროპაში შესასვლელად და არა რუსი აგრესორის ხელში აღმოსაჩენად,” – წერს დავით არახამია.