“იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის” – 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე პირველი სკოლის წინ, 21:00-ზე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების ინსტიტუტი”, “ტაბულა”, “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება” და “აფხაზთა კრება”. აქციაზე ნაჩვენები იქნება ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.