არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიცვას სოსო გოგაშვილის უსაფრთხოება. შესაბამის განცხადებას, 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. ერთობლივ განცხადებაში საუბარია ყველა იმ საქმეზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე, რომელზეც ყოფილი მაღალჩინოსანი საუბრობს.
“მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, მის მიმართ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტით წარმართვის და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოძიების განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია. მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს – აიღოს სრული პასუხისმგებლობა პენიტენციურ სისტემაში სოსო გოგაშვილის სიცოცხლისა და ფიზიკურ უსაფრთხოების დაცვაზე,” – წერია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას გამოძიება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვას და გავრცელებას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვას ედავება.